Tuesday, April 26, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

25.04.201


 მიმდინარე მოდული დამეხმარა (?), გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით და დეპრესიაშიც ჩამაგდო.სულ ცოტაც და ავბღავლდებოდი,მაგრამ დათომ დროზე ,,შეაჩერა'' ჩემი ცრემლები,,გადაუდებელი,პედაგოგიური ჩარევით'' და მართალია,აღარ ვიტირე,მაგრამ მაინც მეტირებოდა.... ასაკის ბრალია,რომ მიჭირს გაგება,თუ გონების არამობილიზების და სხვა პრობლემებიზე გამუდმებული ფიქრის?! :( ჩემშია მხოლოდ პრობლემა,თუ ?...
გულწრფელად შემეცოდა დათო ჩვენი გადამკიდე,ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა ტრენინგის ბოლოს,ალბათ ფიქრობდა,ეს ვის გადავეყარე,ან რა მომარბენინებდა აქო!.....
................
ასეა,იმედით ცოცხლობს კაციო და მეც მხოლოდ იმიტომ არ ვანებებ თავს ამ ტრენინგს,იქნებ ბოლოში გამეხსნას გონება და დავალებაც გამომივიდეს....
არ გამოვა და ,,ნუ მიტირებთ დანანებით!....''

მეოთხე დღის რეფლექსია

24.04.2016

 ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა პროექტების შექმნის დროს, კერძოდ ჯერ ერთი და იმდენ სურათს ვტვირთავ სოცქსელში,მეორეც და სავარჯიშოებს სულ ვუქსეროქსებ ბავშვებს და რომ შემომედაოს ვინმე,სად გავიქცე?! 
წინა გაკვეთილზე დათოს სურათი ავტვირთე ბლოგზე და დათო მასწ.არ მიჩივლოთ,რააა!!!
ლერიმ იკითხა,ქართულის სახელმძღვანელოს ავტორი ვაჟა-ფშაველას თუ უხდის ფულს,მისი ლექსები რომ შეაქვს სახელმძღვანელოშიო :)
მოსწავლე თუ ვერ ყიდულობს წიგნს,აბა,საიდან მოვუტანო?! კარგი, ერთს ვუყიდი,მაგრამ ათს? :(
,,მაინც ამოვთხრიიიი!..''..........

Monday, April 18, 2016

მესამე დღის რეფლექსია

18.04.2016
ამ მოდულმა და დღევანდელმა დღემ წინა დღის უიმედობა მთლიანად არა,მაგრამ ნაწილობრივ ნამდვილად მომიხსნა. არ ვიცი,ეს ჩემი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოა,თუ ნამდვილად შემმატა რწმენა იმისა,რომ ტრენინგის ბოლოს ფრიად განსწავლული თუ არა,აზრზე მაინც ვიქნები.
სტუდენტებიც უფრო ხალისიანად იყვნენ და დროც შეუმჩნევლად გავიდა.
დღეს აღმოვაჩინეთ საყვარელი  ბლუმის განახლებული ტაქსონომია,რომელმაც კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარა ბ-ნი ბლუმი! :)
დღეს ჩვენი ტრენერიც აღარ მეჩვენა საშინელი....
თუმცაღაა,
იმას რას ვერჩი,ტვინითაა გაძეძგილი,მაგრამ ამ ჩემ ცარიელ თავს რა ვუყო?!

Sunday, April 17, 2016

11 აპრილი,ორშაბათი,2016 წელი.
დღე მეორე:
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემ როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
უპირველესად ვფიქრობ,რას გავიტან? შევძლებ?  :)
ჩემი კოლეგებს გაუჩნდათ კითხვები,რატომაა საჭირო პროექტის გეგმის შაბლონის ასე რთულად სწავლება,როცა შეიძლება მარტივად გახვიდე შედეგზე,ან იმ შემთხვევაში,თუ  რესურსის ნაკლებობაა და ა.შ.
პირადად მე დაფიქრებული ვარ,გამომივა რამე?! ცოტა არ იყოს, გვიან ვაზროვნებ და, თუ ლექცია–სემინარი ძალიან საინტერესო არაა,გონება სხვაგან დაჰქრის.მით უფრო,თუ რღაც არ ვიცი და პასუხი არ მაქვს..... :(
თუმცა......
ჯერ მხოლოდ მეორე დღეა,მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და თხუნელასავით თვალებს არ დავითხრი,იქნებ არ დაიქცეს ქვეყანა და ჩემი ვაი–ვიში ამაო აღმოჩნდეს!

.....,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს,დომენიკოოოოო!''.... ;)