Monday, April 18, 2016

მესამე დღის რეფლექსია

18.04.2016
ამ მოდულმა და დღევანდელმა დღემ წინა დღის უიმედობა მთლიანად არა,მაგრამ ნაწილობრივ ნამდვილად მომიხსნა. არ ვიცი,ეს ჩემი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოა,თუ ნამდვილად შემმატა რწმენა იმისა,რომ ტრენინგის ბოლოს ფრიად განსწავლული თუ არა,აზრზე მაინც ვიქნები.
სტუდენტებიც უფრო ხალისიანად იყვნენ და დროც შეუმჩნევლად გავიდა.
დღეს აღმოვაჩინეთ საყვარელი  ბლუმის განახლებული ტაქსონომია,რომელმაც კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარა ბ-ნი ბლუმი! :)
დღეს ჩვენი ტრენერიც აღარ მეჩვენა საშინელი....
თუმცაღაა,
იმას რას ვერჩი,ტვინითაა გაძეძგილი,მაგრამ ამ ჩემ ცარიელ თავს რა ვუყო?!

No comments:

Post a Comment